თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდა კვლავ აჩქარდა. მარტის მდგომარეობით (01.03.2026) მთლიანი პორტფელის წლიური ზრდა 14.2%-ია (L/m - 13.35%Y.Y). მ.შ. საცალოს სესხების 16.04%Y.Y.

სებ-ის სტატისტიკით, 01.03.2026-ის მდგომარეობით, ბანკების სასესხო პორტფელი 71 მლრდ ლარს აღემატება.

41 მლნ ლარზე მეტი გაცემულია ადგილობრივ, 30 მლნ-ის ეკვივალენტი კი უცხოურ ვალუტაში. ლარის სესხები თებერვალში ₾530.6 მლნ-ით (+1.31% m.m), სავალუტო, 0.4%-ით არისგაზრდილი.

რეზიდენტი იურიდიული პირების დაკრედიტებაში (₾ 31.08 მლრდ), 65.35% - 20.3 მლნ ლარის სავალუტო სესხებია, რომლის ნაშთი თებერვალში 70 მილიონით გაზრდილია. ლარის პორტფელი კი 165 მლნნ ლარით.  

რეზიდენტი ფიზიკური პირების პორტფელი 36.8 მლრდ -დან, 37.17 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. საცალო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 77.57%-ია, კორპორაციულის 34.84% (L/m - 34.83%)