თბილისი (GBC) - იაპონიამ ნავთობის სახელმწიფო რეზერვებიდან 30 დღის მარაგის გამოთავისუფლება დაიწყო. აღნიშნული ნაბიჯის მიზანია ნავთობის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა.

პროცესი დასავლეთ იაპონიის ქალაქ იმაბარიში მდებარე კიკუმას ნავთობის ეროვნული მარაგების ბაზაზე დაიწყო.

როგორც იაპონიის ლითონებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგანიზაციის (JOGMEC) განცხადებაშია ნათქვამი, ნავთობი მილსადენის საშუალებით ახლოს მდებარე კომერციულ გადამამუშავებელ ქარხანას გადაეცა.

სახელმწიფო რეზერვების გამოთავისუფლება დაიწყო 10 დღის შემდეგ მას მერე, რაც იაპონიამ კერძო სექტორის მარაგებიდან 15 დღის სამყოფი ნავთობის გაცემა განახორციელა.