თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ხუთშაბათს შეხვდა საინვესტიციო ბანკ „Barclays"-ის მმართველ დირექტორს იგორ აკულოვს. შეხვედრაზე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნგბით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.