თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის ₾71.06 მლრდ შეადგინა, რაც ₾654.63 მლნ-ით (0.93%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.2% შეადგინა. 

ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾530.64 მლნ-ით (1.31%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾123.99 მლნ-ით (0.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.32%-ით).
 
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ ₾10.77 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით ₾20.31 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 0.39%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27 %-ით მეტი).

სებსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ ₾351.47 მლნ-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის ₾37.17 მლრდ შეადგინა.

ამასთან, 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.78% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.22 პ.პ.-ით. (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცვლელია).