თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიში მოუხადა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში 10 ოქტომბერს, დსთ–ის წევრი სახელმწიფოების პირველი პირების სამიტის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ტრაგედიასთან დაკავშირებული თითოეული თანამდებობის პირის ქმედებას.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა კომპენსაციის გადასახდელად.
ექსპერტების აზრით, ახლა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ ფაზაზე გადავა – თანასწორთა პარტნიორობა. მათი თქმით, თითოეული მხარე საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში.
ამასთან, რუსეთის ვიცე–პრემიერი ალეკსეი ოვერჩუკი ბაქოში ორშაბათს ჩავა. მხარეები „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ პროექტის ფარგლებში ეკონომიკურ თანამშრომლობას განაახლებენ.