თბილისი (GBC) – 26 მარტის საღამოს, როდესაც თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობდა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ასევე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ოღონდ საპროტესტო აქციაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ვიქტორ ორბანის და გენერალური პროკურორის პეტერ პოლტას გადადგომა მოითხოვეს. უნგრული პორტალის Nepszava ცნობით, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა პროკურატურიდან პარლამენტის შენობამდე გამართეს. 

საპროტესტო აქციის ინიციატორი იყო უნგრელი ყოფილი სახელმწიფო მოხელე პეტერ მადიარი – მან საჯაროდ დასდო ბრალი სისტემურ კორუფციაში უნგრეთის ხელისუფლებას. მან პარტიის შექმნაც დააანონსა, რომლითაც ორბანის მთავრობას დაუპირისპირდება.