თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით (პ.პ.) – 7,75%–დან 7,5%–მდე შემცირების გადაწყვეტილება ხუთშაბათის სხდომაზე მიიღო.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ზედა ზღვარი 0,25 პ.პ.–ით – 8,5%–მდე დასწია, ქვედა ზღვარი კი 6,25%–ის ნიშნულზე შეინარჩუნა.

გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან, პარასკევიდან შევა. ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგ გადაწყვეტილებას 1–ელ მაისს ელოდებიან.