თბილისი (GBC) – Azeri Light–ის მარკის აზერბაიჯანულ ნავთობის ფასი, იტალიის პორტ აუგუსტაში მიწოდების პირობით, $3,26–ით გაძვირდა და ბარელი $84,53 ღირს.
თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან კი ბარელი Azeri Light $2,66–ით გაძვირდა და $83,5–ად იყიდება.
თბილისი (GBC) – Azeri Light–ის მარკის აზერბაიჯანულ ნავთობის ფასი, იტალიის პორტ აუგუსტაში მიწოდების პირობით, $3,26–ით გაძვირდა და ბარელი $84,53 ღირს.
თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან კი ბარელი Azeri Light $2,66–ით გაძვირდა და $83,5–ად იყიდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, ასევე ხელი მოეწერა სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ მიზნით, საქართველოს ეწვია კორეის ცენტრალური ბანკის და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია.ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლების და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონალურ მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.პროექტი ეფუძნება კორეის ცენტრალური ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას გადახდების მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან და ფინტექ კომპანიებთან.პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გადახდების სისტემის განვითარებაში, გააუმჯობესებს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, გააძლიერებს გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
1752600650
ინიციატივის მიზანია, აბიტურიენტებს მისცეს შესაძლებლობა, მოუსმინონ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც გამოცდებისთვის მასალის გადამეორებაში დაეხმარებათ.აუდიოკონსპექტებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.ახლახან აღნიშნულ სერიას ბიოლოგიის აუდიოკონსპექტებიც დაემატა. ეტაპობრივად კი სხვა საგნებიც გახდება ხელმისაწვდომი.წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!
1752599546
უწყების ცნობით, დანიშვნებიც განხორციელდა: ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.
1752587499
წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:· დავით ბადალაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ვაჟა-ფშაველას სახელობის სოფელ, დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი;· ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;· რუსუდან გონაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;· გიორგი კვიკვინია, თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი;· ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;· მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;· თამუნა მაჭარაშვილი, თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;· შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;· ხათუნა ყოჩაშვილი, რუსთავის, ჟიული შარტავას სახელობის N4 და რუსთავის N15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;· ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოვებს.წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:· გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;· მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;· ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;· მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);· მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.
1752587059
SJC წერს, რომ მერია ვალდებული იყო, ყველა შემთხვევაში შეეფასებინა შენობიდან მომდინარე გარე საფრთხეები, დაეცვა იქ მყოფი ადამიანების, მათ შორის, გარევაჭრობაში ჩართული მშრომელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შეექმნათ მათთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემო.GBC SJC-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, სადაც საცხოვრებელი სახლის სახურავის ნგრევას გუშინ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 1 ადამიანი დაშავდა. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას მათ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ.მიგვაჩნია, რომ მომხდარი ტრაგედია არა იზოლირებული ფაქტი, არამედ სისტემური ხარვეზებისა და სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შედეგია. სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეძლია სიღარიბის ჩაკეტილი წრე და ჰქონოდა წვდომა ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოზე.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული სახლის სახურავის ნაწილის ჩამოქცევას ორი მშრომელის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ირკვევა, კორპუსის ავარიულობის შესახებ მოსახლეობას არაერთხელ მიუმართავს მერიისთვის, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ მიიღო მყისიერი ზომები ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მაცხოვრებლებს დააკისრა. მისი განცხადებით, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მე-3 კატეგორიის ავარიულობის სტატუსი და ამის შესახებ მოსახლეობაც იყო ინფორმირებული, თუმცა იმის გამო, რომ მაცხოვრებელთა 100% არ იყო თანახმა, ვერ მოხერხდა შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყება.პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, შენობის სხვენის გარე თაღის ჩამოშლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების განჭვრეტადი და რეალური რისკების არასათანადო პრევენციისა და ამ ადგილას მცხოვრები, დასაქმებული და გამვლელი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის არასათანადო ზომების მიღების გამო. თბილისის მერიის მხრიდან ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და ამ პროცესში შენობის მესაკუთრეების გადაწყვეტილებაზე აპელირება ბოლომდე რელევანტური არ არის, რადგან განსახლების საკითხის გარეშეც, სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება დაეცვა მოქალაქეები აშკარად განჭვრეტადი საფრთხეებისგან.თბილისის მერია და მისი ზედამხედველობის სამსახურები ვალდებულები იყვნენ, ყველა შემთხვევაში შეეფასებინათ შენობიდან მომდინარე გარე საფრთხეები, დაეცვათ იქ მყოფი ადამიანების, მათ შორის, გარევაჭრობაში, უმძიმეს პირობებში, ჩართული მშრომელების, სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შეექმნათ მათთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემო. კორპუსზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, შეუიარაღებელი თვალითაც არაერთი თვის განმავლობაში შესამჩნევი იყო ნაპრალები და არსებობდა შენობის ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე. თუმცა, მერიამ არა მხოლოდ არ მიიღო უსაფრთხოების ღონისძიებები, არამედ 2024 და 2025 წლებში გასცა სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია პარკირება, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს და რომლის უსაფრთხოებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მერის მტკიცებით, მაცხოვრებლები უარს აცხადებდნენ შენობის დემონტაჟზე, ვერ გამოდგება მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უგულებელყოფის და უსაფრთხოების ზომების მიუღებლობის არგუმენტად.რაც შეეხება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში შენობის მესაკუთრეების მონაწილეობის საკითხს, როგორც თბილისის მერი განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, შენობის დემონტაჟისთვის აუცილებელია ყველა მესაკუთრის თანხმობის მოპოვება, თუმცა მნიშვნელოვანია, კითხვები დაისვას მის შესახებ, თუ როდის მოხდა შენობის ავარიულობის შეფასება და მისი მდგომარეობის ზედამხედველობა, რატომ არ გასცეს თანხმობა მოქალაქეებმა განსახლებაზე და მერიის მიერ შეთავაზებული პირობები ხომ არ იყო უსამართლო და არაადეკვატური. როგორც პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, მაცხოვრებელთა თანხმობის ვერმოპოვება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის, როგორც წესი, ყველაზე პრობლემურია საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის ცვლილების პირობა, რამაც შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს მათი ცხოვრების ხარისხი და ადამიანები მოწყვიტოს სოციალურ გარემოს, სასწავლო და სამუშაო ადგილებს. ერთ-ერთ მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის გამოწვევებიც, რომელიც, როგორც წესი, არასაკმარისია სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. სწორედ ეს გამოწვევები ხშირად ხდება ამ პროგრამის მიმართ მოქალაქეების დაბალი ნდობის მიზეზი.სამწუხაროდ, თბილისის მერიამ, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებმა, ვერ შეძლო, სათანადო პასუხი გაეცა საბინაო კრიზისზე, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო მძიმდება. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თბილისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ავარიული სახლები, რომელთა მაცხოვრებლებიც, ისევე როგორც, ზოგადად, ქალაქის ყველა მცხოვრები და უბრალო გამვლელებიც კი, ყოველდღიურად მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან. საქსტატის 2014 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში შენობების დაახლოებით 21% 1960 წლამდეა აშენებული, ხოლო თბილისის მერის განცხადებით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა იყო იდენტიფიცირებული, მაშინ, როდესაც მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მხოლოდ 3 მისამართზე მიმდინარეობს.მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორი დაუცველია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და როგორ უგულებელყოფს სახელმწიფო თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რაც არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტითაც არის გარანტირებული. ამის საპირისპიროდ, ყოველი მომდევნო შემთხვევისას “ქართული ოცნება” და პროპაგანდისტული მედიები უზარმაზარ ძალისხმევას წევენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების და მოსახლეობის დადანაშაულების მიზნით. სამწუხაროდ, ამგვარი პოზიცია სახელმწიფო უწყებებს ადამიანების გარდაცვალების სხვა არაერთ შემთხვევაშიც ჰქონდათ, რაც ნათლად მიუთითებს მოსახლეობის უფლებების სრულ უგულებელყოფაზე. სამწუხაროდ, არც ერთ სხვა შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებს არ მოჰყოლია სათანადო გამოძიება და კონკრეტული პირების დასჯა. Მათ შორის, ამ შემთხვევებს არ მოჰყოლია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება კონკრეტული ხელმძღვანელი პირების მხრიდან.ამ პირობებში, ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას და არც ცდილობს, არსებული ჩავარდნების აღმოფხვრას – რაც აუცილებელია მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:საქართველოს გენერალურ პროკურატურას:დაიწყოს გამოძიება არა მხოლოდ სისხლის სამართლის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა), არამედ მ342-ე მუხლითაც (სამსახურებრივი გულგრილობა) და საზოგადოებას მიაწოდოს გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია.თბილისის მერიას:დაუყოვნებლივ წარუდგინოს საზოგადოებას კონკრეტული გეგმა, რომელიც შეეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების, ასევე შენობების მიმდებარედ მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მისაღებ ღონისძიებებს, და უმოკლეს ვადებში მიიღოს უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა მსგავს შენობებთან მიმართებით.
1752586817
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.14 ივლისს, საღამოს 7 საათისთვის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 პირი კი დაშავდა.თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, "ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა".კალაძემ შენობის ავარიულობის კატეგორიებთან დაკავშირებით 14 ივლისს ისიც თქვა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა, მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, დღეს კი მედიასთან განაცხადა, რომ "აღნიშნული ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი მეხუთე კატეგორია. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა". მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინაც აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ინფორმაციისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.
1752572594
ტრენინგების მთავარი თემა წელს ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტები იყო, მათ შორის: „RPA და ციფრული ბუღალტერია: მონაცემთა სინქრონიზაცია საგადასახადო და ფინანსური აუდიტისთვის“, „2024 წლის აქტუალური საგადასახადო საკითხები“ და „ფასს 16 - იჯარა“.სალექციო საკითხები ფინანსური მენეჯერების წინასწარი გამოკითხვის მიხედვით შეირჩა, შეხვედრები კი BDO Academy-ს ტრენერებმა ჩაატარეს.“თიბისი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს და დროულად პასუხობს მათს ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. უკვე ოთხი წელია „BDO აკადემიასთან“ ერთად ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსური მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, ტრენინგები პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაში”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
1752571890
არტიომს ურშულსკის თქმით, საჭიროა მეტი ერთობა და ძალა ევროპელ პარტნიორებს შორის იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ.„არსებობს პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არსებობენ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთობლივი და ძლიერი ერთობლივი პოზიციაა ეფექტური.გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სხვებთან, გვყავს თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საკმარისად დიდია და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი ისაუბრებს ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ გვჭირდება მეტი ძალა, თუ გვსურს გვქონდეს პროგრესი დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა.2024 წლის 20 დეკემბერს, ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
1752571347