თბილისი (GBC) – Azeri Light მარკის აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე $1,8–ით გაიზარდა (+1,82%) და ბარელი $100,53–ად იყიდება. ბირჟებზე გაძვირებულია Brent-ის მარკის ნავთობიც და ბარელის ფასი $94,59–ს შეადგენს. 

აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობის ფასი ბარელზე $60–ის დონეზეა ჩადებული.

ისტორიულად, აზერბაიჯანულ ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა და $15,81 შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი კი 2008 წლის ივლისში დაფიქსირდა – $149,66 ბარელზე.