თბილისი (GBC) – 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით 10.2 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა. ეს მონაცემი 65%-ით მეტია წინა წელზე. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მოლოდინები გაცილებით დიდია. 2023 წელს მოსალოდნელია 17 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი Tesla Model Y იყო. მეორე ადგილს კი BYD Song იკავებდა, ხოლო მესამეს Tesla Model 3 იკავებს.

რაც შეეხებათ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს, გასული წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზე BYD გავიდა. გაყიდული ელექტრომობილების თითქმის 20% BYD-ის ანგარიშზეა. 2022 წელს BYD-მა ჯამში 1.7 მლნ ელექტრომობილი გაყიდა.

მეოთხე კვარტალში მეორე ადგილზეა TESLA – გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობაში 12.1%-იანი წილით. ტესლამ 2022 წელს 1.3 მლნ ელექტრომობილი გაყიდა.

მესამეზეა Volkswagen -  8.2%-ით. ფოლკცვაგენმა 2022 წელს ჯამში 330 ათასი ავტომობილი გაყიდა.

2022 წლის იანვრის მდგომარეობით  ელექტრომობილების „მოყვარულ“ ქვეყნებს ნორვეგია ლიდერობს.

ოფიციალური მონაცემებით, ყოველ 1000 მოსახლეზე ნორვეგიაში 117.3 ელექტრომობილი მოდის.

მეორე ადგილზეა ისლანდია, სადაც 1000 სულ მოსახლეზე 69.3 ელექტრომობილი მოდის.

მესამე ადგილს კი შვედეთი იკავებს. შვედეთში ათას მოსახლეზე 28.8 ელექტრომობილი მოდის.

ელექტრომობილების მოხმარების რაოდენობა ყოველ 1000 სულ მოსახლეზე საბაზრო რეგიონალურ ჭრილში:

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის ბოლოს, რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ 3283 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანი ავტოპარკის 0.2%-ია.