თბილისი (GBC) – Fed-ის საპროცენტო განაკვეთი იანვრიდან დღემდე, ნულიდან 3.8%-მდეა გაზრდილი. მხოლოდ ივნისიდან განაკვეთი 0.75%-ითაა გაზრდილი.

BBC- წერს,რომ აღნიშნული ცვლილება ინფლაციის შემცირებას ემსახურებოდა.  თუმცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს დაადასტურა,რომ დეკემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის კიდევ ზრდა.

პაუელმა განაცხადა,რომ მონეტარული პოლიტიკა ,,მკაცრი’’ იქამდე იქნება,სანამ ინფლაციაზე პროგრესის რეალური ნიშნები არ გამოჩნდება.