თბილისი (GBC) – ინდოეთში, ახმადაბადის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. News18–ის ცნობით, ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი ავიაკომპანია Air India–ს ეკუთვნოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა აეროპორტიდან აფრენა ვერ შეძლო და საცხოვრებელ რაიონში ჩავარდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.