თბილისი (GBC) – მოლდოვას სჭირდება დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის ფონდი, იმდაგვარი, როგორიც სამხრეთ კორეას აქვს. ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა ვაშინგტონში ვიორელ ურსუმ განაცხადა. დიპლომატის თქმით, ამ ფონდში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლებათ რგორც მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

მოდლოველი დიპლომატი ირწმუნება, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ სეპარატისტული რეგიონის რუსეთთან სიახლოვეზე, რეგიონის ბიზნესმენები უკვე სარგებლობენ ქვეყნის ევროინტეგრაციის უპირატესობებით. ამასთან, მისივე თქმით, გაყინული კონფლიქტი მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„ჩემი აზრით, დნესტრისპირეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტი ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს. ვფიქრობ, ეს ფაქტორი ჩვენ დაგვეხმარება. კომპანიები ევროკავშირში ახორციელებენ ექსპორტს. ისინი ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებელს ნახულობენ. ისინი მეტს მოიგებენ, როდესაც ევროპის კავშირის ნორმატიულ ბაზაში ვიქნებით ინტეგრირებული“, – განაცხადა ელჩმა.