თბილისი (GBC) – რუსეთის მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი პუტინისადმი ბოლო ერთ კვირაში 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 78,1% შეადგინა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა პარასკევს სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა.

პუტინის მოღვაწეობას დადებითად რუსეთის მოსახლეობის 74,1% აფასებს.

რუსეთის მთავრობის საქმიანობით მოსახლეობის 48%, ხოლო პრემიერ მიშუსტინის მუშაობით 51,6%–ა კმაყოფილი.