თბილისი (GBC) – რუსეთის პატრიარქის კირილის წარმომადგენლობითი ავტომობილი ორშაბათს ავტოავარიაში მოჰყვა, წერს რუსული მედია.

ორშაბათს, დილის 6:30 საათზე მოსკოვის ცენტრში, მშვიდობის გამზირზე, პატრიარქის Aurus პერპენდიკულარული ქუჩიდან გამოსულ Volvo-ს შეეჯახა. ამ დროს კირილი ავტომობილში იმყოფებოდა თუ არა, უცნობია.

ტელეგრამ–არხი Baza წერს, რომ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელმაც ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.