დაძაბულობა ვაშინგტონსა და ბერლინს შორის: ტრამპი გერმანიაში სამხედროები...
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ
პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა
აღნიშნა, რომ მისი
ადმინისტრაცია
„გერმანიაში ჯარების
შესაძლო შემცირების
საკითხს სწავლობს და
განიხილავს,
გადაწყვეტილება კი
უახლოეს პერიოდში იქნება
მიღებული“.The Guardian წერს,
ორშაბათს ფრიდრიხ მერცმა
მიანიშნა, რომ ტრამპის
გუნდი ირანთან
მოლაპარაკებებში, რომელიც
მიზნად ისახავს მიმდინარე
ომის დასრულებასა და
ჰორმუზის სრუტის გახსნას -
დამარცხდა. „ირანელები
აშკარად ძალიან
დახელოვნებულნი არიან
მოლაპარაკებებში, ან უფრო
სწორად, მოლაპარაკებების
არწარმოებაში; ისინი
აიძულებენ ამერიკელებს
ჩავიდნენ ისლამაბადში და
შემდეგ კვლავ ყოველგვარი
შედეგის გარეშე დატოვონ
იქაურობა“, - განაცხადა
გერმანიის
კანცლერმა.მერცმა კრიტიკა
ოთხშაბათსაც გაიმეორა და
აღნიშნა, რომ ევროპა სრუტის
ჩაკეტვის შედეგებისგან
„იტანჯება“.გასულ კვირას
ტრამპმა ამერიკელი
მოლაპარაკებების მეორე
ვიზიტი ისლამაბადში
გააუქმა. მას შემდეგ
დისკუსიები ირანის
ბირთვულ პროგრამასა და
ჰორმუზის სრუტესთან
დაკავშირებით ჩიხში
შევიდა.სამშაბათს ტრამპმა
მერცი იმაში დაადანაშაულა,
თითქოს კანცლერი ფიქრობს,
რომ „ირანისთვის ბირთვული
იარაღის ფლობა მისაღებია“
და დასძინა, რომ მერცმა „არ
იცის, რაზე
ლაპარაკობს!“.ოთხშაბათს
დილით მერცმა ეს
კომენტარები უგულებელყო
და აღნიშნა, რომ მისი
ურთიერთობა ტრამპთან
„ისეთივე კარგია, როგორც
არასდროს“. მიუხედავად
ამისა, პრეზიდენტის მუქარა
აშშ-ის ჯარების გაყვანის
შესახებ, სავარაუდოდ,
გამოიწვევს შეშფოთებას
ბერლინსა და მთელ ევროპაში.
ეს ხდება აშშ-სა და მის
ტრადიციულ ევროპელ
მოკავშირეებს შორის
დაძაბულობის ფონზე, რა
დროსაც ტრამპმა გააძლიერა
მუქარა NATO-ს ალიანსიდან
გასვლის შესახებ.1 აპრილს
ტრამპმა განაცხადა, რომ ის
„აბსოლუტურად, ყოველგვარი
კითხვის ნიშნის გარეშე“
განიხილავს NATO-დან
გამოსვლას იმის გამო, რომ
ევროპელმა მოკავშირეებმა
უარი თქვეს მონაწილეობა
მიეღოთ ირანის წინააღმდეგ
აშშ-ისრაელის ომში და
დახმარებოდნენ
ეკონომიკურად სასიცოცხლო
მნიშვნელობის ჰორმუზის
სრუტის დაცვაში.აშშ-ის
ადმინისტრაციის მხრიდან
მსგავსი ნაბიჯი
კატასტროფული იქნებოდა
ევროპის
უსაფრთხოებისთვის, თუმცა
ეს ნაკლებად სავარაუდოდ
მიიჩნევა 2024 წელს მიღებული
კანონმდებლობის გამო,
რომელიც პრეზიდენტს NATO-დან
გასვლას უკრძალავს
სენატის ხმების ორი
მესამედის ან კონგრესის
აქტის გარეშე.The Guardian წერს,
ექსპერტების ვარაუდით,
თეთრმა სახლმა, ნაცვლად
ალიანსიდან სრული
გასვლისა, შესაძლოა ისეთი
ზომები მიიღოს, რაც ძირს
გამოუთხრის გაერთიანებას.
ერთ-ერთი ასეთი სცენარი
სწორედ ევროპიდან აშშ-ის
ჯარების გაყვანაა.აშშ-ის
თავდაცვის პერსონალის
მონაცემთა ცენტრის (DMDC)
ინფორმაციით, აშშ-ს
ევროპაში 68 000-ზე მეტი
აქტიური სამხედრო
მოსამსახურე ჰყავს.
ყველაზე დიდი კონტინგენტი
გერმანიაშია განლაგებული -
კონგრესის კვლევითი
სამსახურის თანახმად, 2024
წელს იქ 35 000-ზე მეტი
ჯარისკაცი იმყოფებოდა.
გერმანული მედია ამ რიცხვს
უფრო მაღალს, დაახლოებით 50
000-ს უწოდებს.ტრამპი
მუდმივად აკრიტიკებს NATO-ს
ორივე საპრეზიდენტო ვადის
განმავლობაში და
ადანაშაულებს წევრებს
აშშ-ის „გაძარცვაში“
თავდაცვის ბიუჯეტებში
არასაკმარისი შენატანების
გამო.პრეზიდენტის
ბოლოდროინდელმა
ქმედებებმა - გრენლანდიაში
შეჭრის მუქარამ და
მოკავშირეების „ლაჩრებად“
მოხსენიებამ ჰორმუზის
სრუტის გახსნაზე უარის
თქმის გამო - ექსპერტებს
საფუძველი მისცა, ეს
მომენტი შეეფასებინათ,
როგორც „ყველაზე მძიმე
კრიზისი, რაც კი NATO-ს ოდესმე
ჰქონია“.ივო დაალდერმა,
აშშ-ის მუდმივმა
წარმომადგენელმა NATO-ში (2009-2013
წლებში), ამ თვეში
განაცხადა: „რთული
სათქმელია, როგორ შეძლებს
ახლა რომელიმე ევროპული
ქვეყანა ენდოს ამერიკის
შეერთებულ შტატებს
საკუთარი თავდაცვის
საკითხში“.ტრამპის
პოსტამდე რამდენიმე
საათით ადრე, აშშ-ის
სახელმწიფო მდივანი მარკო
რუბიო გერმანიის საგარეო
საქმეთა მინისტრს, იოჰან
ვადეფულს ესაუბრა. მათ
განიხილეს ირანის საკითხი
და ჰორმუზის სრუტეში
ნავიგაციის თავისუფლების
უზრუნველყოფის
მნიშვნელობა.ოთხშაბათს
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ
ესაუბრა რუსეთის
პრეზიდენტს, ვლადიმერ
პუტინს და შესთავაზა
უკრაინაში „მცირეოდენი
ცეცხლის შეწყვეტა“.
1777538202