თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს $6,7 მლრდ შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა სამირ ნასიროვმა პარასკევს განაცხადა. 

„ინვესტიციების მოცულობით ლიდერი ქვეყნების ხუთეულში შედიან: დიდი ბრიტანეთი – $1,9 მლრდ, თურქეთი – $1,3 მლრდ, კვიპროსი – $792 მლნ, რუსეთი – $617 მლნ და ირანი – $396 მლნ“, – აღნიშნა ნასიროვმა.