თბილისი (GBC) – თურქეთი და ერაყი სპარსეთის ყურეში მდებარე ბასრას პროვინციიდან თურქეთის საზღვრამდე საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალს ააშენებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს, 23 მარტს განაცხადა. 

„ჩვენ ეს პროექტი მეგობარ მინისტრებს დავავალეთ, რომლებიც პროექტით „განვითარების გზა“ გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებენ. ეს გზა ბასრადან თურქეთის საზღვრამდე გადაიჭიმება“, – თქვა ერდოღანმა ერაყის პრემიერ–მინისტრ მუჰამედ ას–სუდანისთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

„მჯერა, რომ „განვითარების გზას“ ჩვენი რეგიონისთვის ახალ აბრეშუმის გზად გადავაქცევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თავის მხრივ, ას–საიდიმ თქვა, რომ ერაყისა და თურქეთის დამაკავშირებელი გზა დასავლეთს და აღმოსავლეთს დააკავშირებთ და ახალ შესაძლებლობებს გაუღებს ფანჯარას საერთაშორისო გადაზიდვების მხრივ.

ახალი მაგისტრალის სიგრძე 1200 კმ იქნება.