GE EN
სხვა სიახლეები
sCoolApp-ის ზაფხულის დიდი კამპანია გრძელდება

როგორ მუშაობს კამპანია: საჩუქრის მისაღებად, მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს. ადრესატმა კი კოდი აპლიკაციაში რეგისტრაციისას მიუთითოს;  მას შემდეგ, რაც კოდით სამი მეგობარი დარეგისტრირდება, VELI.store-ის ვაუჩერის კოდს მოსწავლე SMS-ის სახით მიიღებს. თითოეულ მოწვეულ მეგობარზე კი sCoolApp-ის ანგარიშზე 5₾ ჩაერიცხება (სულ 15₾).ყოველ ახალმოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე მოსწავლე დამატებით საჩუქარს მიიღებს. ვაუჩერების ღირებულებაა 30, 50, 100, 200, 500 და 1700 ლარი. ვაუჩერის გამოყენება კი შესაძლებელია მხოლოდ VELI.store-ის სპეციალურ კატეგორიაში, სადაც კამპანიისთვის შერჩეული საჩუქრებია განთავსებული; თუ არჩეული ნივთი ვაუჩერზე ძვირია, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თანხა დაამატოს. ვაუჩერის გამოყენება 2025 წლის სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი. კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით ან ვაუჩერების ამოწურვამდე გაგრძელდება.ინფორმაციისთვის, sCoolApp ციფრული სივრცეა მოსწავლეებისთვის, რომელშიც ბავშვს სახალისო და პრაქტიკული ფუნქციონალები დახვდება. მისი მეშვეობით მოსწავლეები ფინანსურ დამოუკიდებლობას სწავლობენ. sCoolApp-ს უკვე 100,000-ზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად იყენებს. აპლიკაციის გადმოწერა უფასოა და ის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრებსა და შეთავაზებებს აერთიანებს.თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.ზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.

1755092803

22 ონლაინმედია ერთსაათიანი გათიშვის მიზეზს განმარტავს

ვებგვერდების ჩართვის შემდეგ კი რედაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.სინათლე არ უნდა ჩაქრეს.თავისუფლება მზიას!თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

1755090068

უკრაინის საგარეო უწყება: "ოცნებამ" საქართველოს ომი კი არ აარიდა, ევროპ...

„ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მორიგ არამეგობრულ ქმედებაზე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელ შედეგებს.ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატო-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა. ამავდროულად, უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარ ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენებისკენ სწრაფვაში“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელა."ქართულმა ოცნებამ" ანალოგიური პიარ კამპანია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც გამოიყენა.

1755088349

კრედიტინფოში თვეში 600 000-ზე მეტი გზავნილის მიმღები რეგისტრირდება

თვის საშულო ტრაფიკია 300  მლნ -მდე აშშ დოლარის 600 000 ერთეული გზავნილი. ივლისში  620 000 დარეგისტრირდა,  ივნისში 635 000 ერთეული.გზავნილებზე ინფორმაციით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზის გაფართოება სესხზე ხელმისაწვდომობის ზრდას უნდა მომსახურებოდა, სებ-ის ოფიციალურად გაცხადებული ინფორმაციით.თუმცა, უცხოეთიდან გადმორიცხულ სახსრებზე დამოკიდებულ პირთა უმრავლესობას სესხზე  ხელი მაინც  არ მიუწვდა ( გზავნილი 2023 წლის გაზაფხულიდანაა კრედიტინფოს ბაზაში).გზავნილით უზრუნველყოფილ სესხი შეთავაზებში რამდენიმე ბანკს აქვს, მაგრამ რეალურად 2 გასცემს, საქართველოს ბანკი და თიბისი.საქართველოს ბანკის შეთავაზებული 2 წელზე მეტი ვადით და 15 000 ლარზე მეტი მოცულობით არ გაიცემა. მთავარი პირობაა,  სესხის მსურველს 6 თვეში 5 ჩარიცხვა მაინც უფიქსირდებოდეს. თუმცა 1 ჩავარდნა აღნიშნული პერიოდის ბოლო თვეს არ უნდა დაემთხვეს.გზავნილით უზრუნველყოფილი სესხის პირობებზე  ინფორმციას თიბისი ცხელი ხაზით არ გასცემს.  ფილიალს ვეწვევი და შეგატყობინებთ.  პროკრედიტს მსგავსი შეთავაზება არ აქვს.  მხოლოდ ყოველთვიური დადასტურებული შემოსავლის საფუძველზე აკრედიტებს პირებს.ბაზისბანკი კი გზავნილიდან შემოსავალს, სტანდარტული სესხის გაცემისას, სხვა დამატებით შემოსავალში ითვალისწინებს. 

1755087600

22 ონლაინ მედია გათიშულია

საიტებზე შესვლისას მომხმარებელს მხოლოდ შავი ფერის ეკრანი ხვდებათ.

1755084355

სებმა “სილქ ბანკი” დააჯარიმა

მიზეზი, სების გამოთხოვილი დოკუმენტაციის  არასწორად წარმოდგენის 4 შემთხვევა გახდა.წელს,"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის საფუძველზე 4 კომერციული ბანკია დაჯარიმებული (ციფრული "პეისერა”, “ზირაათ ბანკი” და “იშბანკი "), საერთო მოცულობით  ₾116 000.სებ-ის ინფორმაციით, 2024 წელს 2, საქართველოს ბანკი და ბაზისბანკი დააჯარიმა (მოცულობა 127 800 ლარი) 

1755079237