თბილისი (GBC) - კრედიტინფოში გზავნილების რაოდენობა გაზრდილია. აგვისტოს მდგომარეობით, ბოლო 12 თვეში, 3.2 მლრდ აშშ დოლარის 7 452 000 გზავნილზეა ბაზაში ჩანაწერი.
თვის საშულო ტრაფიკია 300 მლნ -მდე აშშ დოლარის 600 000 ერთეული გზავნილი. ივლისში 620 000 დარეგისტრირდა, ივნისში 635 000 ერთეული.
გზავნილებზე ინფორმაციით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზის გაფართოება სესხზე ხელმისაწვდომობის ზრდას უნდა მომსახურებოდა, სებ-ის ოფიციალურად გაცხადებული ინფორმაციით.
თუმცა, უცხოეთიდან გადმორიცხულ სახსრებზე დამოკიდებულ პირთა უმრავლესობას სესხზე ხელი მაინც არ მიუწვდა ( გზავნილი 2023 წლის გაზაფხულიდანაა კრედიტინფოს ბაზაში).
გზავნილით უზრუნველყოფილ სესხი შეთავაზებში რამდენიმე ბანკს აქვს, მაგრამ რეალურად 2 გასცემს, საქართველოს ბანკი და თიბისი.
საქართველოს ბანკის შეთავაზებული 2 წელზე მეტი ვადით და 15 000 ლარზე მეტი მოცულობით არ გაიცემა. მთავარი პირობაა, სესხის მსურველს 6 თვეში 5 ჩარიცხვა მაინც უფიქსირდებოდეს. თუმცა 1 ჩავარდნა აღნიშნული პერიოდის ბოლო თვეს არ უნდა დაემთხვეს.
გზავნილით უზრუნველყოფილი სესხის პირობებზე ინფორმციას თიბისი ცხელი ხაზით არ გასცემს. ფილიალს ვეწვევი და შეგატყობინებთ. პროკრედიტს მსგავსი შეთავაზება არ აქვს. მხოლოდ ყოველთვიური დადასტურებული შემოსავლის საფუძველზე აკრედიტებს პირებს.
ბაზისბანკი კი გზავნილიდან შემოსავალს, სტანდარტული სესხის გაცემისას, სხვა დამატებით შემოსავალში ითვალისწინებს.
წყარო: BRG