თბილისი (GBC) - ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობას აფართოებს და ისტორიაში პირველად, კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ, 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. კაირო-ბათუმი-კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიას, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს, ფრენების განხორციელების ნებართვა სააგენტომ 30 მარტს მიანიჭა.

დღეისათვის Air Cairo თბილისსა და შარმ ელ შეიხს შორის კვირაში ერთი სიხშირით დაფრინავს. ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალი ტურისტული დერეფნის გახსნა ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდასა და ჯგუფების ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს