თბილისი (GBC) – გლობალურ ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობი Azeri Light კიდევ უფრო გაძვირდა. ბარელის ღირებულება 4.3 დოლარით, ანუ 3.36%-ით გაიზარდა და $132.35 შეადგინა. მანამდე Azeri Light-ის ფასი ბარელზე $128.05 იყო.
ამასთან, ლონდონის კონტინენტთაშორის ბირჟაზე – Intercontinental Exchange (ICE), 2026 წლის ივნისში მიწოდების პირობით, Brent-ის ფიუჩერსის ღირებულება 1.17%-ით გაიზარდა და ბარელზე $105.19 შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე New York Mercantile Exchange (NYMEX) WTI-ის ფასი, მაისში მიწოდების პირობით, 1.47%-ით გაიზარდა და ბარელზე 102.87 დოლარს მიაღწია.