GE EN
მსოფლიო
თურქეთის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 22–წლიან მაქსიმუმზე შეინარჩუნ...

თცბ–ის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, რეგულატორი მკაცრ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე არ მოხდება ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების შესამჩნევი და მდგრადი შემცირება.ამასთან, თცბ იმის პირობასაც დებს, რომ ინფლაციური პროცესების გაუარესების შემთხვევაში ფულად–საკრედიტო პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

1714056711

EU-ში ფულის და ასეულობით წიგნის ქურდობისთვის საქართველოს 4 მოქალაქე და...

ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული წიგნი.საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს."წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს.ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

1714034990

სერვანტესის მსოფლიო დღეს ქართველმა სტუდენტებმა „დონ კიხოტი“ საჯაროდ წა...

„ეს განსაკუთრებული დღეა მთელი მსოფლიოს ესპანისტებისთვის და ბედნიერი ვართ მასში მონაწილეობით“, – უთხრა ესპანური საინფორმაციო სააგენტოს EFE–ს ილიაუნის ესპანური ენის პედაგოგმა ია კარგარეთელმა.მისი თქმით, „იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ესპანური ენის შესწავლა სურთ, მუდმივად მზარდია“.„დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სერვანტესის ინსტიტუტთან, ესპანურ ენას დაახლოებით 100 სტუდენტი სწავლობს“, – თქვა ია კარგარეთელმა.თბილისში, მარტის ბოლოს, ესპანისტების საზოგადოება დაფუძნდა, რომლის მიზანია ესპანური ენის პოპულარიზაცია და კულტურული გავშირების დამყარება მსოფლიოს ესპანურენოვან ქვეყნებთან.ესპანურ ენას დღეს საქართველოში 20–მდე კერძო სკოლასა და რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტში ასწავლიან.2025 წელს ჩილეში ესპანისტების საერთაშორისო ასოციაციის ტრადიციული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას. 

1713867695

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმაგი დაბეგვრა უქმდება

განხილვის შემდეგ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანეს და დაამტკიცეს.ანალოგიურ შეთანხმებას საქართველომ და თურქეთმა 2007 წელს მიაღწიეს. ეს შეთანხმება ძალაში 2010 წლის თებერვალში შევიდა. 

1713861020

ირანზე ისრაელის იერიშმა ნავთობის ფასი ააგდო

ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი 2,05%–ით გაიზარდა და ბარელი $84,43 ღირს.

1713507388

ისრაელმა ხამენეის იუბილე „მიულოცა“

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა ტელეარხის კითხვას ირანზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.ისრაელელები ამ იერიშს სიმბოლურ დატვირთვასაც აძლევენ, ვინაიდან დღეს ირანის სულიერი ლიდერი იუბილარია, რომელმაც 14 აპრილს ისრაელზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.ძლიერი აფეთქებები იყო დღეს, 19 აპრილს დილით ირანის ქალაქ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. ირანის მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება.მანამდე ამერიკული ტელეკომპანიები CBS და ABC ავრცელებდნენ ცნობებს ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის შესახებ.ირანის საინფორმაციო სააგენტო FARS წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ისპაჰანში აფეთქებები ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურების შედეგი იყო. ამ წყაროს თანახმად, სარაკეტო დარტყმა არ ყოფილა.13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

1713506898

რუსეთის სამშვიდობოები ყარაბაღიდან გადიან

„კი, ეს ნამდვილად ასეა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.რუსეთის სამშვიდობო ძალები ყარაბაღში 202 წლის 19 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ხელს რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აწერდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთის სამშვიდობოები რეგიონში 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ.

1713348662

ირან–ისრაელს შორის კრიზისი სიმძაფრეს არ კარგავს

ექსპერტების თქმით, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ბოლო დროს მსხვილ კომბინირებულ იერიშებს უკრაინაზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით ახორციელებენ.რას ამბობენ ირანშირაც შეეხება ირანულ მედიას, ისინი წერენ, რომ ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები იყო. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაქერიმ განაცხადა, რომ ირანმა დაარტყა დიდ სადაზვერვო ბაზას და ისრაელის „ნევატიმის“ საავიაციო ბაზას, საიდანაც „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავი აფრინდა დამასკოში ირანის დიპლომატიური შენობების დასაბომბად.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის რეჟიმი ახალ ზომებს თუ მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თეირანს აუცილებლად ექნება ძალიან ძლიერი პასუხი.დაისჯება თუ არა ისრაელი?"ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება" - ეს განცხადება ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ, კვირას გააკეთა, მას შემდეგ, როცა ოფიციალურმა თეირანმა ისრაელზე ირანის საკონსულოზე იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მეთაური და კიდევ ექვსი ოფიცერი მოკლეს. მომხდარზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია.ისრაელი მზადააისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის."ვინც არ უნდა მოგვაყენოს ზიანი, ჩვენც პასუხს გავცემთ. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება. ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია", - ნათქვამია  ისრაელის პრემიერის განცხადებაში.ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირეებს ისრაელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების პოზიციებიორშაბათს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია.„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, – განაცხადა მაკრონმა.ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამ კვირაში აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ჯონსონმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს კარგად ესმით ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობა.სპიკერს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერასთან ერთად ითვალისწინებს დემოკრატების მიერ კონტროლირებული სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებული 95-მილიარდიანი პაკეტი. მისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. მათი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს მექსიკასთან საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებასაც.ABC News-ის ინფორმაციით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის 14 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას მიღწეულია კონსენსუსი, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებაა საჭირო.შეგახსენებთ, რომ ირანი არის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ტექნოლოგია. ამ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მაღალი სიჩქარით ფრენა და სამიზნეების დიდი სიზუსტით განადგურება.ამ დროს, საქართველოში, სადაც ე.წ „რუსული კანონის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი, ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში ირანისა და ისრაელის კონფლიქტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

1713178785

თურქები რადიკალურ რეფორმებს მოითხოვენ

გამოკითხვაში, რომელიც 2–5 აპრილის პერიოდში ჩატარდა, 2 000–მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, საჭიროა თუ არა რადიკალური ცვლილებები მმართველი პარტიის სამართლიანობა და განვითარება ხელმძღვანელობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, გამოკითხულთა 84,1%–მა დადებითი პასუხი გასცა. გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების მხარდაჭერამ მინისტრების მხრიდან, ელექტორატის მხარდაჭერა შეამცირა. მოქალაქეთა მხოლოდ 6,9% არის დარწმუნებული იმაში, რომ მინისტრებმა ამომრჩეველთა ხმები მოიზიდეს.არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 75%.თურქეთის აქტუალურ პრობლემებს შორის გამოკითხულთა 60% ეკონომიკის მდგომარეობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სირიელი ლტოლვილების და არალეგალური მიგრაციის პრობლემა – 6,1%. ადგილობრივ არჩევნებზე მიგრაციის პრობლემა რამდენიმე პარტიამ წამოსწია, თუმცა ამომრჩევლის არსებითი მხარდაჭერა მათ ვერ მოიპოვეს.31 მარტს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე ოპოზიციურმა სახალხო–რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 37,76%–ით გაიმარჯვა. მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ამ არჩევნებზე 35,48% მიიღო და ხელისუფლებაში 22–წლიანი ყოფნის განმავლობაში ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა. 

1712826061

ნავთობის ფასი წლის რეკორდული ნიშნულიდან დაეშვა

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში Brent–ის მარკის ნავთობის ფასი 1,45%–ით არის გაიაფებული და ბარელი $89,86 ღირს.ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ფასი, მაისში მიწოდების პირობით, 1,4%–ს კარგავს – $85,69–მდე ბარელზე. 

1712553997