თბილისი (GBC) – თურქეთში გამოკითხულ მოქალაქეთა 84% მიიჩნევს, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანის მმართველმა პარტიამ რადიკალური შიდა რეფორმა უნდა განახორციელოს. გამოკითხვის შედეგებს გაზეთი Hürriyet აქვეყნებს.
გამოკითხვაში, რომელიც 2–5 აპრილის პერიოდში ჩატარდა, 2 000–მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, საჭიროა თუ არა რადიკალური ცვლილებები მმართველი პარტიის სამართლიანობა და განვითარება ხელმძღვანელობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, გამოკითხულთა 84,1%–მა დადებითი პასუხი გასცა. გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების მხარდაჭერამ მინისტრების მხრიდან, ელექტორატის მხარდაჭერა შეამცირა. მოქალაქეთა მხოლოდ 6,9% არის დარწმუნებული იმაში, რომ მინისტრებმა ამომრჩეველთა ხმები მოიზიდეს.
არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 75%.
თურქეთის აქტუალურ პრობლემებს შორის გამოკითხულთა 60% ეკონომიკის მდგომარეობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სირიელი ლტოლვილების და არალეგალური მიგრაციის პრობლემა – 6,1%. ადგილობრივ არჩევნებზე მიგრაციის პრობლემა რამდენიმე პარტიამ წამოსწია, თუმცა ამომრჩევლის არსებითი მხარდაჭერა მათ ვერ მოიპოვეს.
31 მარტს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე ოპოზიციურმა სახალხო–რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 37,76%–ით გაიმარჯვა. მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ამ არჩევნებზე 35,48% მიიღო და ხელისუფლებაში 22–წლიანი ყოფნის განმავლობაში ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა.