სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7%-ით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.
1793355098
ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1% მოდის თბილისზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - კახეთის რეგიონზე და 7.8% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლები).ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5% მოდის თბილისზე, 13.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2% - კახეთის რეგიონზე და 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე.
1793347106
2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.
1793343600
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საბოლოო კენჭისყრაზე მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.ორდღიანი განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი რამდენიმე მიმართულებით დაკორექტირდა: უცხოელი მონაწილეების კვოტა: საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს (პირველად ვარიანტში 70%-იანი ზღვარი იყო განსაზღვრული). სანქციები: საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონით 50 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. აღსანიშნავია, რომ განხილვის პროცესში პროექტიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზებისთვის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
1793191251
მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.„გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება. თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.
1793103790
შემოსავლების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მესამე კვარტალი გახდა, სადაც რეკორდული $1.9 მილიარდი დაფიქსირდა (წლიური ზრდა 10%). ამ ზრდამ სრულად გადააფარა წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული კლება.ტურიზმისა და შემოსავლების ძირითადი მაჩვენებლები (2026 წლის 9 თვე) მაჩვენებელი / კატეგორია 2026 წლის 9 თვე წლიური ცვლილება (YoY) დამატებითი დეტალები სულ საერთაშორისო ვიზიტები 5.3 მლნ 0% III კვარტალში ზრდამ 3% შეადგინა └ ტურისტული ვიზიტები — +2% ძირითადი მამოძრავებელი └ ერთდღიანი ვიზიტები — -9% შემცირება მეზობელი ბაზრებიდან სულ შემოსავლები ტურიზმიდან $3.8 მლრდ +4% 3.8 მილიარდი დოლარი └ III კვარტალის შემოსავალი $1.9 მლრდ +12% რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი ვიზიტების დინამიკა: ტურისტული ნაკადები და ძირითადი ბაზრები2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 5.3 მილიონი შეადგინა. თუმცა, სტრუქტურულად დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა: ტურისტული ვიზიტები 2%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 9%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ბაზრებიდან ნაკადების შესუსტებას უკავშირდება.საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება (25%-იანი წილი), რომელსაც თურქეთი (17%) და სომხეთი (13%) მოსდევს.საინტერესო დინამიკა დაფიქსირდა სხვა მიმართულებებითაც: ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი: ამ ჯგუფმა ჯამური ვიზიტების 9% შეადგინა (470 ათასი ვიზიტი, წლიური ზრდა 20%) და გადაუსწრო ისეთ ბაზრებს, როგორებიცაა ისრაელი და აზერბაიჯანი. ევროპელ ვიზიტორებში ლიდერობენ გერმანია (17%), პოლონეთი (16%) და დიდი ბრიტანეთი (9%). აზერბაიჯანი: მესამე კვარტალში ვიზიტების ზრდა 36%-მდე დაჩქარდა. გარდაბნის სარკინიგზო გამშვები პუნქტით 9 თვეში 30 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა (2025 წლის 900-თან შედარებით). ისრაელი: 9 თვის ჯამით ვიზიტები უცვლელი დარჩა (0%), თუმცა მესამე კვარტალში დაფიქსირებულმა 19%-იანმა ზრდამ წლის დასაწყისის კლება დააბალანსა. მაღალი ზრდა და კლება: ვიზიტების მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან (+24%) და უკრაინიდან (+22%). საპირისპიროდ, მკვეთრი კლება დაფიქსირდა ინდოეთიდან (-51%) და ირანიდან (-30%), რაზეც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და IndiGo-ს მიერ პირდაპირი ფრენების შეჩერებამ იმოქმედა. ვიზიტორები და შემოსავლები ბაზრების მიხედვით ქვეყანა / რეგიონი წილი ვიზიტებში JPG+ 1 ვიზიტების დინამიკა JPG+ 2 შემოსავლების დინამიკა JPG რუსეთი 25% +5% +14% თურქეთი 17% -4% -6% სომხეთი 13% -6% გაიზარდა ევროკავშირი & დიდი ბრიტანეთი 9% +20% (470 ათასი) +29% (უმსხვილესი წყარო) ისრაელი მე-4 ბაზარი 0% (III კვ. +19%) +6% აზერბაიჯანი — III კვ. +36% გაიზარდა უკრაინა — +22% +46% ჩინეთი — +24% — ინდოეთი — -51% — ირანი — -30% -46% საუდის არაბეთი — შემცირდა -34% სასტუმროების სექტორი: მზარდი დატვირთვა და ფასებიტურიზმის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა სასტუმროების სექტორშიც. 2026 წლის 9 თვეში მსხვილი ბრენდული სასტუმროების საშუალო დატვირთვამ 65% შეადგინა, რაც 3 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. სექტემბერში დატვირთვამ 86%-ს მიაღწია.მნიშვნელოვნად გაიზარდა ოთახის საშუალო დღიური ღირებულებაც (ADR): 9 თვის საშუალო ADR 14%-ით გაიზარდა და $150-ს გადააჭარბა ($154). მესამე კვარტალში საშუალო ADR-მა $190-ს მიაღწია (+25%), ხოლო პიკურ აგვისტოში $210-ს მიაღწია (+37%). სასტუმროების სექტორის ძირითადი ინდიკატორები მაჩვენებელი 2026 წლის 9 თვე პიკური მაჩვენებელი / III კვარტალი სასტუმროების საშუალო დატვირთვა 65% (+3 პ.პ.) 86% (სექტემბერი) ოთახის საშუალო ფასი (ADR) $150 $ (+14% წლიურად) $210 (აგვისტო, +37%)
1793100755
შესყიდვის ობიექტია 8-9 მეტრის სიგრძის, დაბალიატაკიანი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსები, რომლებიც მინიმუმ 50 მგზავრზე იქნება გათვლილი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული. სალონი აღიჭურვება გათბობა-კონდიცირების სისტემით, USB პორტებითა და საინფორმაციო მონიტორებით.ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად, რუსთავში უნდა მიაწოდონ. ტენდერში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.
1793097736
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.8% ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 70.3% საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7% კი – ადგილობრივ გზავნილებზე.საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.3% წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 57.8% საერთაშორისო იყო, ხოლო 42.2% – ადგილობრივი.საქსტატის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 2025 წლის განმავლობაში გააგზავნეს 16.4 მილიონი ამანათი და 7 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია.2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.6 ათასს და მათ შორის 1.8 ათასი იყო კურიერი და ფოსტალიონი.
1792656491
MTA-ს ცნობით, მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა 22 ოქტომბერს მოაწერეს.უწყების ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით. ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება. უწყებაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.„ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, ,,გრან მასიფის“ კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.გრან მასიფი (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს.MTA მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.
1792655293
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ.„2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ამ სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობამ 14,8 მილიარდი ლარიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა.კობახიძის თქმით, საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურება 998 ლარიდან 2 760 ლარამდე გაიზარდა, რაც მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აღემატება. ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3 მილიარდიდან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად საჭიროა უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოება.„სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1792491934
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931
საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავლების 67% საერთაშორისო მომსახურებაზე...
1792656491
