თბილისი (GBC) - იანვარ-აპრილში საქართველოდან სულ $78.6 მლნ-ის 26.8 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ფულად გამოსახულებაში 30.1%-ით მეტია, ხოლო რაოდენობაში 32%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს (2022 იან-აპრ: $60.4მლნ-ის 20.3 მლნ ლ).

ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 1.3%-ით შემცირდა. თუ შარშან 1 ლიტრი ღვინო $2.97–ად გადიოდა, წელს მისი ფასი $2.93-ია.

ტოპ საექსპორტო პარტნიორები:

1. რუსეთი - $52.4 მლნ-ის 19 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 66.7%);

2. პოლონეთი - $4.2 მლნ-ის 1.7 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 5.3%);

3. უკრაინა - $4.1 მლნ-ის 1.4 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 5.2%);

4. ჩინეთი - $3.8 მლნ-ის 1.1 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 4.8%);

5. ყაზახეთი - $2.9 მლნ-ის 0.8 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 3.7%).