თბილისი (GBC) – კრიპტობაზარზე დიდი გამოცოცხლებაა – ციფრული ვალუტების ტოპ10 ბირჟებზე ბოლო დღე–ღამეში მთლიანად გამწვანებულია. კრიპტოვალუტების ჯამურმა კაპიტალიზაციამ კი $1,54 ტრილიონს მიაღწია.

ეტალონური ბიტკოინი ბოლო დღე–ღამის განმავლობაში 5,65%–იან ზრდას აჩვენებს. ეს მაჩვენებელი ბოლო 7 დღეში კი 11,13%–ს აღწერვს და მისი ფასი ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის $41 583–ს შეადგენს.

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის $812,71 მლრდ–ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ბირჟებზე ამ კრიპტოვალუტის ბრუნვამ $25,52 მლრდ შეადგინა, რაც მთელი ციფრული ვალუტების ბრუნვის 41,74 პროცენტია.