თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან
ცესკოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საერთო ჯამში 5000 -ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკოს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს, შესახებ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.(R)
1789649519
Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა. ინვესტორებმა პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს.Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა.Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს.„ვამაყობ, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი დეველოპერული პროექტი ხორციელდება. პროექტის ინვესტორების მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩვენ ვართ - წლებია მათთან ერთად ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს და ვაძლიერებთ ეკონომიკას თბილისსა და რეგიონებში.Downtown Tbilisi-ის ფარგლებში ქვეყანაში Trump-ის ბრენდი შემოდის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი კლასის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის. ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღების ცენტრში.დღეს სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 18%-ს ქმნის. თიბისისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ წლებია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სექტორის განვითარებაზე და 42%-იანი წილით უძრავი ქონების სექტორის წამყვანი დამფინანსებელი ვართ”, - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“Trump Tower Tbilisi არ არის მხოლოდ კიდევ ერთი პროექტი - ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, დროს გავუსწროთ და The Trump Organization-თან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქართული ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პირველი თაუერი და პროექტი, რომელიც თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების გვერდით დააყენებს“, - ილია წულაია, “არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.(R)
1789645982
მისი თქმით, ცვლილებები შესყიდვების თანამედროვე მიდგომებს პასუხობს და მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ კომპანიებთან კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს.დუმბაძის განმარტებით, ელექტრონული კატალოგი წინადადების წარდგენის ელექტრონული ფორმაა, რომლის გამოყენებაც, მათ შორის, პრეისკურანტით შესყიდვებისას იქნება შესაძლებელი.ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კი, მისი თქმით, შესყიდვის გამოცხადება შესაძლებელია 3-4 წლით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით და გამარჯვებულად ერთზე მეტი კომპანიის გამოვლენაც იქნება შესაძლებელი.განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცვლილებად დუმბაძე ქვეკონტრაქტორის გამოცდილების დაჯამების შესაძლებლობას მიიჩნევს. მისი განმარტებით, 1-ელი სექტემბრიდან კომპანიას შეუძლია, შესყიდვის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკუთარი და ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოცდილება გააერთიანოს.„თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა გამოცდილებას, ვთქვათ, 5 მლნ ლარის, ეს ყველაფერი უნდა დაეკმაყოფილებინა ინდივიდუალურად ერთ კომპანიას. დღეს უკვე კომპანიას შეუძლია, მოიყვანოს პარტნიორი ქვეკონტრაქტორი კომპანია და თქვას, რომ 2 მლნ ლარს აკმაყოფილებს თვითონ და 3 მლნ ლარს მისი ქვეკონტრაქტორი“, – განაცხადა დუმბაძემ.მისი თქმით, ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის და იმ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად არ აქვთ შესყიდვის პირობებით მოთხოვნილი გამოცდილება.
1789643594
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა თანმიმდევრულია - ჯერ ძლიერი შიდა ინფრასტრუქტურის შექმნა, შემდეგ კი ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.მისი თქმით, ამ მიმართულებით სამი ძირითადი ნაბიჯი გამოიკვეთა. პირველი შიდა საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა - მიმდინარე წლის მაისში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით აამოქმედა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის ახალი სისტემები, რომლებიც ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება და საქართველოში გადახდებისთვის თანამედროვე და მდგრად საფუძველს ქმნის. მეორე ნაბიჯი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაა, რომელიც უკვე მოწინავე ეტაპზეა და რომელიც 24/7 რეჟიმში მყისიერ გადახდებს უზრუნველყოფს. მესამე მიმართულება კი რეგიონული თანამშრომლობაა - მიმდინარეობს დიალოგი რეგიონის ცენტრალურ ბანკებთან და პარტნიორებთან სტანდარტებისა და საგადამხდელო ინფრასტრუქტურების დაახლოების შესახებ.„როგორც RTGS და ქლირინგის ახალი სისტემები, ისე მყისიერი გადახდების სისტემა ISO 20022 სტანდარტს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ შიდა საჭიროებებისთვის, არამედ სამომავლო ურთიერთთავსებადობის გათვალისწინებით. საბოლოო მიზანი მარტივია - ტრანსსასაზღვრო გადახდები უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და სწრაფი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთთავსებადობა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არაა და ამ პროცესში ცენტრალურ ბანკებთან ერთად კომერციული ბანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინტექ კომპანიები და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები უნდა იყვნენ ჩართული.ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარების ფონზე საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლზე და აღნიშნა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.ღონისძიებას, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“, დაესწრნენ პოლიტიკის შემქმნელები, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლები.მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სისტემის ფრაგმენტაციის გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე პროცესები და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.(R)
1789641000
კომპანიის განცხადებით, ექვს ცალკეულ ინციდენტში OpenAI-ის აგენტებმა ან დაუმალეს ინფორმაცია ინჟინრებს, ან სწავლებისა და ტესტირების პროცესში საკუთარ თავს მისცეს ინსტრუქცია, რომ ვინმეს ასისტენტად არ ემოქმედათ.OpenAI-მ ასევე წარადგინა ახალი ჩარჩო-სისტემა მსგავსი ინციდენტების (რომლებსაც „ცდომილების/უთანხმოების“ (misalignment) მარცხს უწოდებენ) მეთვალყურეობისთვის, გამოძიებისა და გასაჯაროებისთვის. ტექნოლოგიურ კომპანიას ახლა აქვს ინფორმაციის გამჟღავნების მკაფიო პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დააფიქსიროს მოდელის აცდენის/ცდომილების ფაქტი, რის შემდეგაც შესაძლოა მისი საჯაროდ გამოქვეყნება განიხილონ.AI მოდელების კონტროლიდან გამოსვლამ გლობალური უკმაყოფილება გამოიწვია მას შემდეგ, რაც წამყვანი AI კომპანიების მკვლევრებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს. ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერებმა, მათ შორის Anthropic-ის გენერალურმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ და OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა, ინდუსტრიასა და მთავრობებს AI-ის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდეს.ზაფხულის დასაწყისში, OpenAI-ის ბაზაზე მომუშავე აგენტებმა გაჰაკეს AI კომპანია Hugging Face - ინციდენტი, რომელმაც ყურადღების ცენტრში მოაქცია სატესტო გარემოდან გაქცეული და ღია ინტერნეტში უმართავი დავალებების შემსრულებელი აგენტების პრობლემა.ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა „სათავეში ჩაუდგება გლობალურ ძალისხმევას“ უახლესი AI სისტემების კონტროლის ქვეშ მოსაქცევად და აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად AI-ის ძირითად ლაბორატორიებს მიიწვევს.
1789640483
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 594 გრამი ოქროს ნაკეთობები მათ შორის, ოქროს მონეტები და ზოდები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164 995 ლარი შეადგინა.4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 16 250 ლარის ოდენობით შეეფარდა.
1789638528
ღონისძიება, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“ პოლიტიკის შემქმნელებს, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებდა.ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სისტემის მიმდინარე გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის პირობებში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსური კავშირების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.მისი თქმით, ცენტრალურ ბანკებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაში.„შუა დერეფანში მდებარე საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მარშრუტზე ვაჭრობის ზრდასთან ერთად, ბიზნესს სჭირდება ისეთი ფინანსური სერვისები, რომლებიც ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანად და საიმედოდ განხორციელების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, 2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის სისტემების სრულყოფილი მოდერნიზაცია დაასრულა.განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო გადახდებს, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.„ეს განახლება გზას უხსნის ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვას, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტიანი და ინოვაციური საგადამხდელო ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარებას, არამედ უფრო ღრმა რეგიონულ ფინანსურ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.ფორუმში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, რომელმაც საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა.პანელურ დისკუსიაზე „გადახდების მომავლის უზრუნველყოფა: მდგრადი და ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა“ სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ერგეშიძე წარსდგა.ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მომავლის ინფრასტრუქტურა - 24/7 ციფრული გადახდები რეალურ დროში“, რომელიც შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, ციფრული აქტივების, ბლოკჩეინისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის როლს მომავლის გადახდებში.(R)
1789637772
მთავრობის მეთაურის განმარტებით, „ნამოხვანჰესის“ პროექტის შეჩერება რამდენიმე წლის წინ განვითარებული „პირდაპირი საბოტაჟის“ შედეგი იყო, რომელშიც კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ. კობახიძის თქმით, მაშინ სახელმწიფო უფრო სუსტი იყო, ხოლო უცხოური აგენტურა, ძლიერი, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია და მსგავსი პროცესები ვეღარ განმეორდება.დავა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს (მოსამართლე ამიტ პ. მეჰტა) 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გააქტიურდა. ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დაუშვა საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც საქართველოს კომპანია Enka Renewables LLC-სთვის $297 მლნ ძირითადი კომპენსაციის, $52.4 მლნ-მდე საგადასახადო კომპენსაციისა და დამატებითი პროცენტების (SOFR + 4%) გადახდა დაევალა. 2026 წლის მდგომარეობით, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, თანხა $400 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.„ნამოხვანჰესის“ პროექტისა და საარბიტრაჟო დავის ქრონოლოგია: 2021 წლის 9 ივნისი - მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 433 მეგავატის სიმძლავრისა და $800-მილიონიანი ინვესტიციის „ნამოხვანჰესის“ პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. 2021 წლის ოქტომბერი - თურქული ENKA-ს შვილობილმა Enka Renewables-მა, რომელსაც მოსამზადებელ სამუშაოებში $100 მილიონამდე უკვე ინვესტირებული ჰქონდა, სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის მიზეზით შეწყვიტა და პირობების დარღვევის გამო საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. 2025-2026 წლები - პერიოდი, როდესაც პირველადი გეგმის მიხედვით ჰიდროელექტროსადგურის კასკადი ექსპლოატაციაში უნდა შესულიყო. 2026 წლის 11 სექტემბერი - აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ უარყო საქართველოს მცდელობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე და ცნო ტრიბუნალის გადაწყვეტილება ENKA-ს სასარგებლოდ $400 მლნ-ზე მეტი კომპენსაციის დაკისრების შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმები, რაც 3 დიდი ჰესის, საშუალო და მცირე ჰესების, ასევე ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ითვალისწინებს.
1789635519
მაგთის Mesh Wi-Fi
1789022186
უკრაინა პატარკაციშვილების კუთვნილი წყლის კომპანიის ნაციონალიზაციას გეგ...
1788762995
სები: საბაზო ინფლაცია 3.6%-ია, რაც ინფლაციურ მოლოდინებზე ზომიერ გავლენ...
1788947136
2Q26-ში ინვესტიციების 44.3% საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ჩაიდო
1788851886
ევროპის გეოპოლიტიკური ცენტრი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს – ევროპის საბჭო...
1788425962