თბილისი (GBC) – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ტენდერში შპს „არქიტრავმა“ გაიმარჯვა. ტენდერში წინადადებების მიღება 14 ნოემბერს დამთავრდა და აუქციონის სტატუსით ,,გამარჯვებული გამოვლენილია’’.

ტენდერი მოიცავს 1.2 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოებს, რომლის ფარგლებში შპს ,,არქიტრავმა’’  უნდა განახორციელოს ქალაქ საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა.

ტენდერის სამუშაოების  შესრულების  ვადა განსაზღვრულია 154 დღით.

ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს  2019 წლის შემდეგ უნდა ჰქონდეს 4.3 მლნ ლარის ანალოგიური შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

არქიტრავი დაარსებულია 2014 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 6.6 მლნ ლარია.

კომპანიის 100% წილის მფლობელი ირაკლი ახალაძეა.