ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია ს...
წელს ოლიმპიადაში
მონაწილეობა საქართველოს
მასშტაბით 14 000-ზე მეტმა
მოსწავლემ მიიღო,
რომელთაგან 128
გამარჯვებული
გამოვლინდა.გამარჯვებულები
არიან ადიგენიდან,
ბათუმიდან, ზუგდიდიდან,
თელავიდან, თერჯოლიდან,
ლანჩხუთიდან, მცხეთიდან,
რუსთავიდან, საჩხერიდან,
ფოთიდან, ხონიდან,
ქუთაისიდან და
თბილისიდან.იმ
მოსწავლეებს კი, რომლებმაც
ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს
პირველი ადგილი, გადაეცათ
საქართველოს ბანკის
საჩუქრები.ინფორმაციისთვის,
ევერესტის ოლიმპიადაში II, III,
IV, V და VI კლასის მოსწავლეები
მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადა სამტურიანია:
შესარჩევი ტურიდან
ნახევარფინალში
ოლიმპიადის ის
მონაწილეები გადავიდნენ,
რომლებმაც დააგროვეს არა
უმცირეს 30 ქულა;
ნახევარფინალში, თითოეული
კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი)
გამოვლინდა საუკეთესო
შედეგის მქონე 500 მოსწავლე,
რომლებმაც ფინალში
იასპარეზეს; ფინალურ ტურში
კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI
კლასის საუკეთესო შედეგის
მქონე 10-10 გამარჯვებული.
საქართველოს ბანკი, როგორც
განათლების მთავარი
მხარდამჭერი, 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს ganatleba.bog.ge(R)
1782289114