თბილისი (GBC) - თბილისის მერიის 6.2 მილიონიან ტენდერს შპს „ბილდინგ არტ“ ლიდერობს.

ტენდერში წინადადებების მიღება 20 მარტს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. „ბილდინგ არტ“ კი ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერი გულისხმობს თბილისის მასშტაბით კაბელ-არხების მოწყობისა და საფეხმავლო სივრცეების ფილებით მოპირკეთებას. გამარჯვების შემთხვევაში „ბილდინგ არტ“ სამუშაოებს 6.3%-ით დაბალ ფასში, 5.8 მილიონ ლარად შეასრულებს.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, მოთხოვნის შესაბამისად, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები გადაიტანოს  გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ. მისამართზე.

გამოსაყენებელი დეკორატიული ბეტონის ფილის ტექნიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, კერძოდ:

 

· დაფერილი (პიგმენტირებული) ფენის სისქე 0,8 სმ;

· ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ - 42 მპა. ( გაძლიერებული (B-35) 6 სმ ფილა);

· ბეტონის წყალშთანთქმა -არაუმეტეს 6%;

· ბეტონის ცვეთამედეგობა უნდა იყოს 17,2<20 მმ კლასი 4, · მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ГОСТ 17608-91-ის ან ევროსტანდარტის EN 1338-2007 მოთხოვნებს. >.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვითმ პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს მოცემული სახეობისა და მინიმალური რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში:

„ბილდინგ  არტ“ დაფუძნებულია 2015 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა ასეთია: გურამ ართქმელაძე - 80%; თორნიკე ართქმელაძე - 20%;