თბილისი (GBC) – recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,141 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 11%-ით, კვ.მ.-ზე 1,014 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმში 2024 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 27%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, 2024 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 17%-ით, 1,506 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 33%-ით გაიზარდა და 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.