თბილისი (GBC) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმე მოიგო. საუბარია გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეებზე.

საიას ცნობით, დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოებას 15:00 საათზე მიაწვდის.