თბილისი (GBC) – იმ შემთხვევაში, თუ შუა დერეფანი (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ გახდება, გადასახადისგან გათავისუფლდება ის კონტეინერები, რომლებიც აზიიდან ევროპაში, ან პირიქით გადაადგილდება. 

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო რეპორტის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის“ გენერალურმა დირექტორმა თალეხ ზიადოვმა უთხრა.

მისი თქმით, „მწვანე პორტის“ საკითხი შუა დერეფნის „გამწვანების“ კონტექსტშია განსახილველი: „მომავალში გავითვალისწინებთ, საკონტინენტთაშორისო ვაჭრობაში თუ მიწოდების რომელი ჯაჭვით გადაიზიდება კონტეინერები. ამიტომ შუა დერეფანი უნდა გადავაქციოთ „მწვანედ“. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი კომპანია აირჩევს შუა დერეფანს“.