თბილისი (GBC) - ჩვენ ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას, რათა ქალაქებსა თუ რეგიონებში უფრო სწრაფი და სტაბილური კავშირი გქონდეს.

ჩვენი ქსელის ინჟინრები დაუღალავად მუშაობდნენ და ბოლო ორ თვეში, ქსელს 25 საბაზო სადგური შემატეს:

  • 11 დიდი (მაკრო) სადგური განთავსდა: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და თბილისში. ეს სადგურები ზრდის დაფარვის ზონას და განსაკუთრებით შესამჩნევია გზაში, მგზავრობისას - ზარები უკეთ ხორციელდება და ინტერნეტიც უფრო სტაბილურია.
  • 14 მცირე (მიკრო) სადგური დავამატეთ თბილისის იმ დატვირთულ უბნებში, სადაც მანამდე კავშირი წყდებოდა: გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე, ლოტკინზე, ნუცუბიძესა და ბელიაშვილზე. ისინი ქსელს დატვირთულ საათებში აძლიერებენ, როცა ბევრი ადამიანი ერთდროულად სარგებლობს ინტერნეტით.

სიახლე გვაქვს თბილისშიც. იმ უბნებში, სადაც ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, არსებული სადგურები განვაახლეთ: გლდანში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, თემქაზე, დიღმის მასივში, ორთაჭალაში, ორხევში, ვაზისუბანში, ლისზე, სოფელ დიღომში, ვარკეთილში, კრწანისში, ლილოში, აეროპორტის დასახლებაში, დიდუბესა და სანზონაში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს:

  • ონლაინ კონტენტი და ვიდეოები სწრაფად იტვირთება
  • ვიდეოზარები არ წყდება
  • ფაილების ატვირთვა-გადმოწერა გაცილებით სწრაფია
  • ქსელი უძლებს დიდ დატვირთვას ხალხმრავალ ადგილებშიც კი.

ქსელის განახლების შედეგები ისახება მომხმარებლის შეფასებებზეც - 2026 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის კმაყოფილება 12 თვის მანძილზე 72%-ით გაიზარდა.

(R)