თბილისი (GBC) – 2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სების წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით $8.14 მლრდ–ს აღწევს.

სებში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, აგვისტოში სებმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 555.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6  მლნ აშშ დოლარი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.