თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge

„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი
  • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე
  • სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა
  • საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა
  • საბანკო სამართალი
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი
  • მონაცემთა მეცნიერება
  • iOS დეველოპმენტი
  • მარკეტინგი
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება
  • ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge

(R)