თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 26–30 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 100.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.61% წინა კვირასთან შედარებით და +8.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 428 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 95.80 - 102.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.07% წინა კვირასთან შედარებით და +4.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 380 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.65 - 43.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 33.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.21% წინა კვირასთან შედარებით და +8.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.05 - 34.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.