თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსთვის ₾68.97 მლრდ შეადგენდა, რაც ₾944.67 მლნ-ით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62% -ით მეტი).
სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.75% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾652,59 მლნ-ით (1.65%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾292.08 მლნ-ით (1,02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.58%-ით).

სების მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ ₾11.04 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით ₾19.35 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.96%-ით მეტი).
2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ ₾444.53 მლნ-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსთვის ₾35.97 მლრდ შეადგინა.
სების მონაცემებით, 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა. წინა თვის ბოლოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პ.პ.-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.02 პ.პ.-ით).