თბილისი (GBC) - იპოთეკური დაკრედიტება წლიური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს.
წლიური ზრდა, Q1/2026-ის მდგომარეობით 13%-მდეა. წლის დასაწყისში 12%-მდე. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის კი 11%-მდე იყო.
ბანკების პორტფელში შემცირებულია პრობლემური იპოთეკის წილი, ლარსა და აშშ დოლარში, შესაბამისად, 1.1%-მდე და 1.4%-მდე. ევროში კი გაპრობლემების კოეფიციენტი 2.1%-მდეა დაკლებული.
სების სტატისტიკით, Q1/2026 ისთვის ბანკების პორტფელში 100 მლნ-ის პრობლემური იპოთეკაა ლარში და 35.8 მლნ ლარის ეკვივალენტი დოლარში.
|
Q1/2025 |
Q1/2026 |
|
|
GEL |
1,3% |
1,1% |
|
USD |
1,9% |
1.4% |
|
EUR |
2,3% |
2,1% |
|
|