თბილისი (GBC) - ლარიზაციის კამპანიამ აპრილში ნაკლები ეფექტი აჩვენა.

სებ-ის "თვის მიმოხილვით" აპრილის ბოლოს იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.3 %პ-ით გაიზარდა 37.4% -მდე. საცალო პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 60.3%-ია, საანგარიშო თვეში 0.3%პ-ით შემცირდა.

აპრილში მთლიანი დეპოზიტების საშ. შეწონილი % (მთავრობის დეპოზიტების გარეშე**) 5.6% -ია (- 0.1%პ m.m).
ლარის დეპოზიტებზე განაკვეთი 0.1 %პ-ით, 7.1%-მდე, შემცირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე კი თითქმის არ შეცვლილა (1.7%). ევროს ვადიან დეპოზიტზე დაიკლო 0.3 %პ-ით, 1.2%-მდე.

ყველაზე მაღალი სარგებელი მთავრობის დეპოზიტებს ერიცხება, ცენტრალურის 9.3%, ადგილობრივი მთავრობის დეპოზიტებს 10.2%-მდე. სახელმწიფო საწარმოებს 8.4%, ინდმეწარმეებს - 5%.

**კომერციულ ბანკებში მთავრობის 5.5 მლრდ ლარამდე დეპოზიტებია და 2.3 მლრდ -მდე სახელმწიფო საწარმოების.