თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.
გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.
გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდეა. ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით პროდუქციის შეძენისას 30% ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).
შეთავაზების მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით სარგებლობა. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:
· LILE
· Rcheuli
· Akhvlediani ceramics
· Lecobs
· Tilisma
· Lucy's Toys • ლუსის სათამაშოები
· კომბლე
· MaNo - Leather accessories
· Strawberro
· თვითშემეცნებითი დღიურები
· myceramics
· მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები
· BE
· RAMA
საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.
შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს