თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის განმტკიცების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტი სამი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ინფრასტრუქტურაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდა. აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს:

  • 4 ახალ და 15 რეაბილიტირებულ სარკინიგზო ხიდს
  • 13 თანამედროვე სტანდარტების მქონე სადგურ
  • 34 გზაგამტარსა და 8 უახლეს წევის ქვესადგურს
  • ლიანდაგის თოვლით დანამქვრისგან დამცავ 4 გალერეას
  • საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს

პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ახალქალაქის თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სარკინიგზო სადგური წარმოადგენს. სადგური ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 102 ჰექტარია. აღსანიშნავია, რომ ობიექტი გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ არის დაპროექტებული და იგი ყველა სახეობის ტვირთის გატარებაზეა გათვლილი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ დაკავშირებადობას.