თბილისი (GBC) - კომერციულ ბანკებს (მ.შ. მიკრობანკებს) უკმაყოფილო კლიენტები შეუმცირდა.

სებ-ის ბოლო საანგარიშო თვის (აპრილი) სტატისტიკით, მარეგულირებელმა ბანკებით უკმაყოფილო კლიენტების 2 511 (მარტში - 2 584) პრეტენზია მიიღო.

სებ-ის სტატისტიკით,  მომხმარებლის ყველაზე მეტი - 1 600 საჩივარი მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათის მომსახურებით გამოწვეული უკმაყოფილებაა.

სასესხო პროდუქტებში ყველაზე მეტი, 300-მდე  პრეტენზიაა, სამომხმარებლო კრედიტების პირობებზეა გამოთქმული. მარტთან შედარებით გაზრდილია.

პრეტენზიების რაოდენობა სერვისების მიხედვით: 04/2025/

სესხები მიზნობრიო

რაოდენობა 

სამომხმარებლო

   292

ავტოსესხი

    12

განვადება

    84

ოვერდრაფტი

    14

საკრედიტო ბარათი

    77

ბიზნეს სესხი

    61

იპოთეკა

    47

ლომბარდი

     14

წყარო: ეროვნული ბანკი 

განხილული 2 511 პრეტენზიიდან  1 420 ბანკებმა უსაფუძვლოდ, 352 საფუძვლიანად მიიჩნიეს. 736  განაცხადი განხილვის პროცესშია.