თბილისი (GBC) - კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, ყურადღება სამ მთავარ ფინანსურ მაჩვენებელს მიაქციონ
სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებლის ინფორმირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას განაგრძობს.
კომპანია განმარტავს სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს, რომელთა ცოდნა მომხმარებელს ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
„ექსპრეს ლომბარდის“ მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ფინანსური ვალდებულებები იყოს პროგნოზირებადი, ე.წ ფარული ხარჯებისა და გაურკვეველი პირობების გარეშე.
3 მთავარი ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც სესხის ღირებულებას განსაზღვრავს
1. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი
ეს არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სესხის ყოველთვიურ შენატანზე. „ექსპრეს ლომბარდში“ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე 1.5%-დან იწყება (ეფექტური 19.57%-დან). კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ეს პირობა არ შეიცავს ფარულ ხარჯებს და მომხმარებელი დამტკიცებულ თანხას სრულად, შემცირების გარეშე მიიღებს. ეს გამორიცხავს არსებულ პრაქტიკას, როდესაც დაბალი პროცენტის სანაცვლოდ მომხმარებელს ადგილზე განსხვავებული ან შემცირებული პირობები ხვდება.
2. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
სესხის რეალური ღირებულების შესაფასებლად ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი ეფექტური საპროცენტო განაკვეთია, რადგან ის ასახავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს წლიურ ჭრილში. „ექსპრეს ლომბარდში“ ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან იწყება. ეს მაჩვენებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება და დაინახოს სესხის სრული ღირებულება.
3. სესხის გაცემის საკომისიო - 0%
„ექსპრეს ლომბარდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სესხის გაცემის საკომისიოს არარსებობა. მომხმარებელი თავისუფალია ნებისმიერი დამატებითი გადასახადისგან სესხის დამტკიცებისას და იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, რაც ფინანსურ ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.
დამატებითი უპირატესობები მომხმარებლისთვის
გამჭვირვალე საპროცენტო პოლიტიკასთან ერთად, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს სხვა ხელსაყრელ პირობებსაც სთავაზობს:
● გამარტივებული პროცედურა: სესხის მისაღებად არ მოითხოვება შემოსავლების დადასტურება. საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა და დასაგირავებელი ნივთი, რაც პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
● მოქნილი დაფარვის გრაფიკი: მომხმარებელს შეუძლია დაფაროს სესხი მისთვის მოსახერხებელი გრაფიკით - ყოველთვიურად ან სამ თვეში ერთხელ. თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც ფილიალებში (24/7 რეჟიმში), ისე ვებგვერდიდან და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან.
„ექსპრეს ლომბარდი“ განაგრძობს მომხმარებლის ფინანსური განათლების მხარდაჭერას და მოუწოდებს მათ, ყოველთვის დეტალურად გაეცნონ სალომბარდე სესხის პირობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: *3939
(R)