თბილისი (GBC) - SARAS ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდთან (IFRS Foundation) თანამშრომლობით, 2 დეკემბერს ყოველწლიურ ღონისძიებას მართავს.

რიგით მე-9 შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა აუდიტორები, აუდიტორული ფირმები და იმ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც კანონის მოთხოვნით ან ნებაყოფლობით ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად.

შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაა, მ.შ. ბუღალტრული აღრიცხვაში არსებულ სიახლეებსა და ცვლილებებზე.

მომხსენებელი ბრიუს მაკენზაი, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი, რომელიც მონაწილეებს დეტალურად გააცნობს ფასს სტანდარტებს და ცვლილებებს.

ონლაინ ღონისძიება ინტერაქციულია.  შესაბამისად, მონაწილეები კითხვებზე პასუხს უშუალოდ მომხსენებლისგან მიიღებენ.

დასწრების მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა .

     დღის წესრიგი