თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 16–20 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა როგორც წინა კვირასთან, ისე, უმეტესად, წინა თვესთანაც შედარებით. ერთადერთი კომპანია, რომელმაც თვის ჭრილში მცირე პლუსი შეინარჩუნა, საქართველოს კაპიტალია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 92.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.25% წინა კვირასთან შედარებით და - 9.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.17 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.85 - 100.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.63% წინა კვირასთან შედარებით და - 13.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 398 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.00 - 43.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.15% წინა კვირასთან შედარებით და +1.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 297 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.45 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.