თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში, უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე 14%-ით გაიზარდა 2025 წლის თებერვალთან შედარებით. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 27 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე წლიურად 22%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 82 ლარი დაფიქსირდა.