თბილისი (GBC) - აშშ-ში ბაზირებული ადამიანის უფლებათა დამცველთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ირანში 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო ამტკიცებს, რომ 28 თებერვლიდან მოყოლებული, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 186-ს მიაღწია.

მათგან 1 394 სამოქალაქო პირია - მათ შორის, სულ მცირე 210 ბავშვი. დაღუპულთაგან 1 153 სამხედრო პირია, ხოლო 639 ადამიანის ვინაობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

მანამდე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (IRNA), ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ასობით ბავშვი კი დაიღუპა.