თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იანვართან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა და 1 293 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36.3%-ით $77 მლნ-მდე გაიზარდა.
ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 22.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი 12.8%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (24.4%), ისე მეორეულ (21.4%) ბაზრებზე.
recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,334 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 23.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას).
2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1,315 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 33.1%-ით 82 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე მოხდა. მათმა წილმა მეორეულ ბაზარზე 50% შეადგინა. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო, მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. ტრანზაქციების რაოდენობაში უცხოელი მოქალაქეების წილმა გადაუსწრო, ქართველი მოქალაქეების წილს, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე.